სასწავლო პროექტის გეგმა

სასწავლო თემის ავტორი
სახელი და გვარი
ვიოლა კაციტაძე; ხათუნა ხუციშვილი
რაიონი
ქვემო ქართლი
სკოლა      
სსიპ #18 საჯარო სკოლა
ქალაქი
რუსთავი
თემის  მონახაზი
თემის  დასახელება
,,დარობს რა-მდიდარი“
თემის შინაარსი
ჯგუფებად დაყოფილი მოსწავლეები გაეცნობიან ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლებს, პლაკატებად წარმოადგენენ ძეგლის ისტორიას და აღწერილობას, შექმნიან ვიდეო მასალას, მოიძიებენ მხატვრულ ან ისტორიულ ნაწარმოებს ძეგლთან დაკავშირებით და მოახდენენ ნამუშევართა პრეზენტაციას
საგანი
ჩვენი საქართველო(ისტორია), ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, ქართული ლიტერატურა
დონე/კლასი  
მეექვსე კლასი
განხორციელების დროის ჩარჩო
2 თვე
თემის  მონახაზი
შინაარსობრივი სტანდარტები და ინდიკატორები
საზ.მეც V-VI.20-21 მოსწავლეს  შეუძლია სასწავლო  პროექტში მონაწილეობა.
  • მოიძიებს თეორიულ მასალას, ქმნის რესურსს;
განიხილავს კულტურის სხვადასხვა კომპონენტს და აკავშირებს მათ ერთმანეთთან
საზ. მეც. V-VI.2.  მოსწავლეს შეუძლია  გამოიყენოს  და შექმნას ინფორმაციის გადმოცემის სხვადასხვა საშუალებები (სლაიდ-შოუ, პლაკატი)
  • მოიძიებს ინფორმაციას ინტერნეტში და სხვ., გადაამუშავებს და ქმნის ახალ რესურსს
  • მოსწავლეს შეუძლია გააცნოს თანაკლასელებს ჯგუფური ნამუშევარი
  • მოხსენების / სტატიის სახით წარმოადგენს  მოძიებულ ინფორმაციას,  მხატვრულად კითხულობს ლექსს/წყაროს.
  • საზ.მეც.V-VI 4,5,7

  • მოსწავლეს  შეუძლია გამოიყენოს ქრონოლოგიური ერთეულები, დააკავშიროს ისტორიული ფაქტი ეპოქასთან, დაახასიათოს საქართველოს ისტორიის გამორჩეული პიროვნებები.

ის ტექნ. VI.3.   მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

·           ინფორმაციის და ციფრული მასალის ძიებისას ეფექტიანად იყენებს გავრცელებული საძიებო სისტემების შესაძლებლობებს: ფლობს საძიებო სისტემის მაღალი დონის შესაძლებლობებს.
·           ნამუშევარს წარმოადგენს PowerPoint-პროგრამაში და ახდენს მის პრეზენტაციას.

პროექტის სასწავლო მიზნები/სწავლის შედეგები
მოსწავლეები გაეცნობიან ეროვნული კულტურის ძეგლებს
მოიძიებენ და გადაამუშავებენ ინფორმაციას, შექმნიან ახალ რესურსს
განუვითარდებათ ტექნოლოგიური და პრეზენტაციის უნარები
მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვები
ზოგადი კითხვა

ვიცნობთ ქართული კულტურის ძეგლებს?
თემატური კითხვები

რა არის კულტურა? რა კავშირია რელიგიასა და კულტურას შორის?
ქართული ხუროთმოძღვრების რომელ ძეგლებს იცნობთ?
რომელი ტაძრის მშენებლობის ისტორიას იცნობთ?
რომელი ტაძრის ნახვა/ ისტორიის გაცნობა/გსურთ?
შინაარსობრივი კითხვები
რატომ შემოინახა ძველი ქრისტიანული ნაგებობები?
შეფასების გეგმა
შეფასების დროის ჩარჩო
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე
მოსწავლეები მუშაობენ პროექტებზე და ასრულებენ დავალებებს
პროექტზე მუშაობის დასრულების შემდეგ
შემაჯამებელი სამუშაო საქართველოს X-XIII საუკუნეების ისტორიის ძირითადი მოვლენების ცოდნის განსაზღვრისათვის

მოსწავლის  ტექნოლოგიური უნარ-ჩვევების განსაზღვრისათვის დამოუკიდებელი დავალებების მიცემა
შევიმუშავებთ შეფასების რუბრიკას
მოსწავლეებს უნაწილდებათ დამოუკიდებელი მუშაობისათვის დავალებები. შემდეგ ჯგუფში ხდება მათი წარდგენა -ვახალისებთ თანამშრომლობას.
საჭიროების მიხედვით ვატარებთ კონსულტაციებს, ვაწყობთ მინი- პრეზენტაციებს, ვაძლევთ უკუკავშირს და ვუწევთ მონიტორინგს პროგრესს საბოლოო მიზნისაკენ
მოსწავლეები ახდენენ შესრულებული სამუშაოს პრეზენტაციას, წინასწარ შემუშავებული შეფასების რუბრიკის მიხედვით ხდება მათი შეფასება
მოსწავლეები აფასებენ ერთმანეთს ჯგუფში შესრულებული  სამუშაოს მიხედვით,  მასწავლებლები ვაძლევთ განმავითარებელ  შეფასებას უნარ- ჩვევების შემდგომი  დახვეწისათვის



სასწავლო თემისთვის საჭირო მასალები

ტექნოლოგიატექნიკა (მონიშნეთ პროექტისათვის  საჭირო ტექნოლოგიური უზრუნველყოფა)

 ფოტოკამერა
 კომპიუტერი (ები)
 ციფრული კამერა
 DVD ფლეიერი
 ინტერნეტ კავშირი
 ლაზერული დისკი
 საბეჭდი მანქანა/პრინტერი
 პროექტორი
 სკანერი
 ტელევიზორი
 VCR, ვიდეო
 ვიდეოკამერა
 ვიდეო საკონფერენციო აღჭურვილობა.
 სხვა      
ტექნოლოგია – პროგრამული უზრუნველყოფა (მონიშნეთ პროექტის ფარგლებში გამოყენებული პროგრამა/პროგრამები )
 მონაცემთა ბაზა/ცხრილები
 საგამომცემლო პროგრამები
 ელფოსტის პროგრამა
 ენციკლოპედია კომპაქტდისკზე
 ფოტო/სურათების დამუშავება
 ინტერნეტ ძიება
 მულტიმედია
 ვებგვერდის შექმნა
 საპრეზენტაციო პროგრამა
 სხვა      
ბეჭდვითი მასალები
სახელმძღვანელოები ,,ჩვენი საქართველო“ V-VI კლ.  ქართველი პოეტების ლექსთა კრებულები , ქართული ხუროთმოძღვრება, სასწავლო გზამკვლევები; სახელმძღვანელო „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები“.
ინვენტარი/მასალები
პლაკატები, ფლეშ-ბარათი, კომპიუტერი, პროექტორი.
ინტერნეტ რესურსები
ბრაუზერები, ვებ-მისამართები (URLS), რომლებიც ხელს უწყობს თემის მიზნების მიღწევას.
სხვა რესურსები
პედაგოგები, მოსწავლეები სხვა ჯგუფებიდან,  მშობლები.











Комментариев нет:

Отправить комментарий